გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
პოეტისა
და პოეზიის დანიშნულება (შემაჯამებელი გაკვეთილი)
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური - მე-8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
; 1მოსწავლე -სსსმ
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
პოეზიის ფუნქციის გამოკვეთა
სხვადასხვა ეპოქის მოთხოვნათა გათვალისწინებით; იდეისა და ლექსის არქიტექტონიკის
კუთხით , პოეტურ ტექსტებში განსხვავებების
დაფიქსირება ; თემის უკეთესად წარმოსაჩენად ლიტერატურული პარალელების მოხმობა; საკითხის
გააზრების კონტექსტში ლექსმცოდნეობის საკითხების გახსენება ; წერითი უნარების გამოვლენა
.
|
წინასწარი ცოდნა
|
მე-19
საუკუნის მოღვაწეებისა (ილია ჭავჭავაძე
, აკაკი წერეთელი , ვაჟა-ფშაველა) და თანამედროვე შემოქმედთა შეხედულება პოეტის დანიშნულებასა
და პოეზიის არსზე .
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
კითხვა-პასუხი
;
დაკვირვება
;
ჩანიშვნა;
თვითშეფასება
(შესაბამისი კრიტერიუმი);
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო , რვეული
, კალამი , დაფა , ცარცი .
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა
1 -ლი : შესწავლილი ტექსტების გახსენება და მათში
გამოკვეთილი ხედვების შეფასება (კითხვა-პასუხი 10-12 წუთი);
აქტივობა მე-2: ლიტერატურული
პარალელების მოძიება და ეპოქათა დამოკიდებულების გამიჯვნა კონკრეტულ საკითხთან (პოეტისა და პოეზიის დანიშნულება)
მიმართებით (დისკუსია 10-12 წუთი) ;
აქტივობა
მე-3: სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ტექსტების განსხვავებათა ნათელსაყოფად კონკრეტულ
ავტორთა შედარება (ვენის დიაგრამა 5-6 წუთი);
აქტივობა
მე-4: პოეტისა და პოეზიის დანიშნულების მოსწავლეთა
წერილობითი შეფასება (ხუთწუთიანი ესე-,,პოეტი და რეალობა’’- წერა -5 წუთი , მოსმენა
-7 წუთი );
აქტივობა მე-5: შეფასება (3 წთ)
აქტივობა მე-6: საშინაო დავალება : ესე
-,,დედამიწაზე იმისთვის არსებობს პოეტი , რათა ხე მრუდად არ ამოიზარდოს აროდეს’’
(შოთა ჩანტლაძე) (3 წთ) .
|
No comments:
Post a Comment